დღის სიახლეები
რამაზ საყვარელიძე ვანო მერაბიშვილზე: "უკრაინელებს აძლევს ინტერვიუს, მაგრამ ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუ სად არის? მე მგონია, რომ ეშინია"
[ვანო მერაბიშვილი] უკრაინელებთან იძლევა ინტერვიუს, ფეიგენთან იძლევა ინტერვიუს, მაგრამ ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუ სად არის?, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
"მე მგონია, ეშინია, ხომ შეიძლება ჟურნალისტმა ისეთი რამე ჰკითხოს, რაც იმათმა არ იციან და ამიტომ არც ეკითხებიან", - აღნიშნა საყვარელიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს "უკრინფორმის" მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები. მისი თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.
მსგავსი
დღის გადაცემები