თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში აშშ-ის ელჩის – ჯეფრი ფლეიკის სურვილი, შეხვდეს თურქეთის ოპოზიციის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე – ქემალ კილიჩდაროღლუს.
"ჩვენ უნდა ვასწავლოთ გაკვეთილი აშშ-ს, განსაკუთრებით – ამ არჩევნებზე. ჯო ბაიდენი იქიდან საუბრობს. ჯო ბაიდენის ელჩი ბატონ ქემალს ეწვევა. თქვენ ხართ ელჩი. აქ თქვენი თანამოსაუბრე არის პრეზიდენტი. ახლა რა სახით მოსთხოვთ პრეზიდენტს დანიშვნას? ჩვენი კარები დაკეტილია მისთვის. ის ვეღარ შევა. რატომ? თქვენს ადგილს გაიგებთ.
თქვენ გეცოდინებათ თქვენი როგორც ელჩის მოვალეობა. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს ელჩი.
კარგად ვემზადებით 14 მაისისთვის. კარგად მივდივართ. ჩვენ კონკრეტულად 6 მილიონზე მეტი ახალგაზრდა გვყავს და ამ ახალგაზრდების პოზიცია ამ არჩევნებზე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.