24.11.2024 | 19:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, 14 მაისს გაიმართება.

Reuters-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ დაძაბული და ერდოღანისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პრეზიდენტმა ერდოღანმა მანამდე მიანიშნა, რომ კენჭისყრის თარიღი, შესაძლოა, გადმოწეულიყო.

ერდღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ივნისში არჩევნები ემთხვევა ზაფხულის არდადეგების სეზონს, როდესაც ხალხი მოგზაურობს.

დღის გადაცემები