24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს მაშინ, როდესაც ყველა სხვა ასე იქცევა"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, რუსული მარცვლეული დაფქვას და საჭიროებისამებრ, აფრიკის ქვეყნებში გაგზავნოს. 

ერდოღანის თქმით, თურქეთის ადგილი და პოზიცია გლობალურ პოლიტიკაში ძალიან განსხვავებულია.

მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში თურქეთმა შუამავლის როლი იტვირთა და პრობლემა აღმოფხვრა.

"მაგრამ ჩვენ არ დაგვისრულებია. ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს მაშინ, როდესაც ყველა სხვა ასე იქცევა. ამის ნაცვლად, ჩვენ ბატონ პუტინთან ურთიერთობა შევინარჩუნეთ. მან კარგი რამ შემოგვთავაზა და თქვა, რომ მარცვლეულს აფრიკის ქვეყნებში უფასოდ გაგზავნის. რაზედაც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მარცვლეულს თურქეთის ქარხნებში დავფქვავთ და აფრიკის ღარიბ ქვეყნებში გავიტანთ", - აცხადებს ერდოღანი. 

დღის გადაცემები