24.11.2024 | 20:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რობერტა მეცოლა: "დემოკრატიის მტრები თავს დაესხნენ ევროპარლამენტს, ევროპულ დემოკრატიას, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებას"

"დემოკრატიის მტრები თავს დაესხნენ ევროპარლამენტს, ევროპულ დემოკრატიას, ღია, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებას", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. 

"დემოკრატიის მტრები თავს დაესხნენ ევროპარლამენტს,  ევროპულ დემოკრატიას, ღია, თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებას. ეს მავნე აქტორები დაკავშირებული არიან ავტოკრატიულ ქვეყნებთან და იარაღად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფკავშირებს, ინდივიდუალურ პირებს, საპარლამენტო თანაშემწეებს  და ევროპარლამენტის წევრებს,  რათა დაიქვემდებარონ პროცესები. მათი მავნებლური გეგმები ჩავარდა. 

ჩვენი სერვისები, რომლებითაც ვამაყობთ,  მუშაობენ ეროვნულ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, რათა ეს სავარაუდო  კრიმინალური ქსელი გატეხონ. ჩვენ ვმუშაობთ რათა ყველა კანონიერი ნაბიჯი და ინფორმაცია იყოს დაცული", - აცხადებს  ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი 10 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დღის გადაცემები