23 დეკემბრიდან, "საახალწლო სოფელში" მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები.
"კონცერტების ციკლი "საახალწლო სოფლის" გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი. მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი "ჯორჯია", აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი "ფორტე", დათო გომართელი, "მასტერა" და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი "შვიდკაცა".
საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, "არას", SKAZZ-ს, "ნიუტონს", 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, "თამადას", SvanSikh-ს, "ფრანს", "რეგიონს", ქართული სიმღერის კონცერტს, თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, "თუთარჩელას", LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს "შერეკილები", გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას.
საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, "ქენდი სტუდიო", "ბზიკები სტუდიო", სამეცნიერო მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი", "მეკო სტუდია", სტუდია "ანა-ბანა", "ვოკალის აკადემია", ეროვნული სასახლის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, "ბასტი-ბუბუ", ბავშვთა ვოკალური სტუდია "ჩიკო", ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია "თინქლაბი", გუნდი "დორემი", სტუდია "ველოსიპედი", "ნია სტუდიო", საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, "სტუდიო 1,2 3", პროექტ "რანინას" ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.