დღის სიახლეები
სამხრეთ კორეა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, 110 მაშველს გზავნის, რომელთაგან 50 სამხედრო პერსონალია
სამხრეთ კორეა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, 110 მაშველს გზავნის, რომელთაგან 50 სამხედრო პერსონალია.
მედიის ცნობით, ოფიციალური სეული ანკარას გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების სახით 5 მილიონი დოლარის დახმარებას უკვე დაჰპირდა.
ამასთან, თურქეთში, ადანას აეროპორტში უკვე ჩავიდა ჩინეთის მთავრობის მიერ გაგზავნილი 82-კაციანი სამაშველო ჯგუფი.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ს ცნობით, ჩინელმა მაშველებმა 20 ტონა სამედიცინო და სხვა სამაშველო აღჭურვილობა ჩაიტანეს. მათ ასევე თან ახლავთ ოთხი სამძებრო-სამაშველო ძაღლი.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
დღის გადაცემები