დღის სიახლეები
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი: "უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით"
"უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი თხევად ბუნებრივ აირს 4-ჯერ ძვირად ყიდის იმ ფასზე, რა ფასადაც მას თავის მრეწველებს სთავაზობს", - განაცხადა ბრუნო ლე მერმა.
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ეკონომიკური დასუსტება არავის ინტერესში არ შედის.
"ევროპის ეკონომიკური დასუსტება ამერიკელი პარტნიორების ინტერესში არ შედის. უნდა გამოვნახოთ უფრო დაბალანსებული ეკონომიკური ურთიერთობები ენერგეტიკულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები