24.11.2024 | 20:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საფრანგეთის შს მინისტრი: "მე უარს ვამბობ დავემორჩილო ულტრამემარცხენეთა ინტელექტუალურ ტერორიზმს, რომელიც გულისხმობს ღირებულებების ცვლილებას, რა შემთხვევაში არეულობის მომწყობი პირები წარმოადგენენ მსხვერპლს, ხოლო პოლიცია აგრესორს"

“მე უარს ვამბობ დავემორჩილო ულტრამემარცხენეთა ინტელექტუალურ ტერორიზმს, რომელიც გულისხმობს ღირებულებების ცვლილებას, რა შემთხვევაში არეულობის მომწყობი პირები წარმოადგენენ მსხვერპლს, ხოლო პოლიცია აგრესორს", – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარდ დერმანენიმ საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიციელების სისასტიკესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ "ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის“ ბოლო წლებში ასობით პოლიციელი დაისაჯა, თუმცა ამავდროულად ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ძალას კონკრეტული დემონსტრანტებიც იყენებენ.

"როდესაც საქმე ეხება სისასტიკეს, ბანდიტებსა და ულტრა-მემარცხენეებს, სამართალდამცველების ვალია თქვან "შეჩერდით“, – ამბობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

დღის გადაცემები