დღის სიახლეები
საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ოფიციალური შეხვედრების განრიგი უკვე გაწერილია.
„თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მსგავსი
დღის გადაცემები