24.11.2024 | 21:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სერგეი შოიგუ: "ნატოს ჯგუფების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან 2,5-ჯერ გაიზარდა"

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთისა და ბელორუსის სამხედრო დეპარტამენტების გაერთიანებული საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნატოს ჯგუფების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან 2,5-ჯერ გაიზარდა მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ.

"აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განლაგებულია ნატოს არარეგიონული ქვეყნების შეიარაღებული ძალების ფორმირებები. ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში იქმნება ახალი მრავალეროვნული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. ჯგუფი 2,5-ჯერ გაიზარდა 2022 წლის თებერვლიდან და 30 ათას ადამიანზე მეტია, უახლოეს მომავალში კი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს" - აცხადებს სერგეი შოიგუ.

ცნობისთვის, ნატოს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა თავისი ჯარების გაზრდის შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ ამ ზაფხულს მადრიდის სამიტის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც განიხილეს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება უკრაინაში მისი აგრესიის ფონზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის პასუხი ახალ რეალობაზე იქნება სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა აღმოსავლეთ ფლანგზე.

დღის გადაცემები