"ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ "ევროპელი სოციალისტების" მხრიდან აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნა და ამ ომთან დაკავშირებით კითხვების არსებობა ლეგიტიმურია.
"იმედის კვირასთან" მან კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
"კოდორის ხეობიდან ჯარი ისე გამოვიდა, რომ იქ მცხოვრებმა არცერთმა ადამიანმა არ იცოდა, რომ მათ შეიძლებოდა იქაურობის დატოვება მოხდომოდათ. არათუ ტრანსპორტი, საწვავიც კი არ მისცეს, რომ ხეობა დაეტოვებინათ. მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც რეკავდა და ეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ თუ არ წამოვიდოდნენ, შეიძლება კატასტროფა მომხდარიყო და ძალიან დიდი მსხვერპლი ყოფილიყო. როდესაც თვითმფრინავებმა დაიწყეს გადაფრენა და დაბომბვა, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ რასაც ვეუბნებოდი, სიმართლე იყო.
მეუბნებოდნენ: "რას ამბობთ, აქ ყველამ გვითხრა, რომ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც წინააღმდეგობას უწევდა მტერს, რომ კოდორის ხეობის დაპყრობა ვერ მოეხერხებინა, სააკაშვილმა ან გააქცია ან დაიჭირეს. ზოგიერთი ციხეში მოკვდა კიდეც. როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჯარი იქიდან ისე გამოვიდა, რომ არათუ ერთი ტყვია არ გაუსროლია, არამედ ძალიან დიდი რაოდენობით ჩატანილი იარაღიც ისე ჩააბარეს მტერს, რომ ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. რამ განაპირობა ეს მოვლენები?" – აცხადებს სოზარ სუბარი.