უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აშშ-ისა და ნატო-ს საიდუმლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტები ავთენტურად გამოიყურება და რუსეთისთვის შესაძლოა სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდეს.
დოკუმენტებში აღნიშნულია, "ჰაიმარსის" მიერ საბრძოლო მასალის მოხმარების დონე. ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომში 16-17.5 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71.5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. მსგავსი ინფრომაცია პენტაგონს აქამდე არასოდეს გამოუქვეყნებია.
"დოკუმენტში მოცემულია მოკლე ინფორმაცია 12 საბრძოლო ბრიგადის შესახებ, რომლებიც ამჟამად იქმნება და რომელთაგან ცხრა, აშშ-სა და ნატო-ს მიერ არის გაწვრთნილი. ამ ცხრა ბრიგადიდან, ექვსი 31 მარტისთვის იქნება მზად, დანარჩენი კი 30 აპრილისთვის. უკრაინულ ბრიგადას 4-5 ათასი ჯარისკაცი ჰყავს, 250-ზე მეტი ტანკი და 350-ზე მეტი მექანიზებული მანქანა აქვს", – აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.