დღის სიახლეები
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
მედიის ცნობით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას 182 კანონმდებელი მიემხრო, 6 წინააღმდეგ წავიდა, თავი კი არცერთ დეპუტატს შეუკავებია.
ცნობისთვის, თურქეთი ახლა ნატოს 30 წევრიდან ერთადერთია, რომელსაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რატიფიცირებული არ აქვს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის განაცხადს მხარს თურქეთის პარლამენტი 14 მაისის არჩევნებამდე დაუჭერს.
მსგავსი
დღის გადაცემები