დღის სიახლეები
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ვეტო დაადო
უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიჰალი ვარგამ დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის ევროკავშირის ერთობლივი სესხის გამოყოფას ეწინააღმდეგება.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის თავმჯდომარემ, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანიურამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინის დახმარებას უნგრეთის პოზიცია ვერ შეაჩერებს.
მიუხედავად ამისა, უნგრეთის წინააღმდეგობის პირობებში, ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად ფულადი სახსრების მობილიზება უფრო რთული პროცესი იქნება.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები