24.11.2024 | 19:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის მაგიდასთან იწვევს

ოპოზიციის ნაწილის  დესტრუქციული ქმედებების და  ხელისუფლების მიერ გამოყენებული წყლის ჭავლის შემდეგ, ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის მაგიდასთან იწვევს. პასუხისმგებლობისგან დაცლილი რადიკალური ოპოზიციის ქმედება - ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა ცესკოსთან განვითარებული მოვლენები. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ აქციაზე ისმოდა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდებები. მთავრობის მეთაურის თქმით, მომხდარი სამართლებრივ ანალიზს საჭიროებს. ამის მიუხედავად პრემიერ მინისტრი დიალოგის აუცილებლობას უსვამს ხაზს და საერთაშრისო პარტნიორების დახმარებით, პოლიტიკური პროცესის პოლიტიკურ პლატფორმაზე გადატანის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

საზოგადოებისთვის უცნობია  აუდიენციის ფორმატი და  რეალური მიზეზი, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ნაწილმა "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება არ გამორიცხა. დიალოგის პირობა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის ულტიმატუმია. განსხვავებულია გირჩის პოზიცია.  პარტია, რომელსაც პარლამენტში შესვლის სურვილი  თავიდანვე  გაცხადებული ჰქონდა ამბობს, რომ   ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის    მოლაპარკაბებს  ალტერნატივა არ აქვს.

 

პოლიტიკური პარტია, რომელიც  31 ოქტომბრის არჩევნების შედეგ   პარლამენტს გარეთ დარჩა,   "სოლიდარობის ალიანსია".   "ქართული ოცნების"  ყოფილი თანაგუნდელები  მმარტველ პარტიასთან   დიალოგზე მზად არიან, თუმცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარლამენტს გარეთ დარჩენილი   პარტიის   მოთხოვნები უცვლელია-  თანამდებობა დატოვოს თამარ ჟვანიამ და  ქვეყანაში  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

დღის გადაცემები