24.11.2024 | 19:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე: "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ოპონენტები გახდნენ - განცხადებები, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და გვარამია თავისუფალი მედია, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა"

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის ოპონენტები გახდნენ, მაგრამ არავის გაუმარჯვია საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, არავის მოუგია საკუთარ ქვეყანასთან ასეთი უსინდისო ბრძოლა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს საზოგადოებამაც დაინახა.

"არც ერთი ევროპარლამენტარის გამართლება არ სჭირდება იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ორი თვე არათუ ევროდერეფნებში დადიოდნენ და საკუთარ ქვეყანას ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არამედ ეთერებში, მათ შორის, საერთაშორისო მედიების ეთერებში ისხდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. თქვენც ხომ იცით, როცა პარლამენტში როცა საკითხი დადგა უჭერს თუ სტატუსის მინიჭებას უპირობოდ მხარს, უარყოფითი დამოკიდებულება აჩვენეს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სტატუსი, რა განცხადებები უშველის იმას, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა", - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის გადაცემები