24.11.2024 | 20:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე - "ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ საქართველო ორ თვეში მიიღებს სტატუსს, ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ - ევროკავშირმა თქვა, რომ 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება ამ საკითხს"

ის ხალხი, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი, თავს წარმოაჩენს ისე თავის ტელევიზიებში თითქოს ძალიან უნდოდა ამ სტატუსის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არის პუნქტები, რომელშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"როდესაც მოულოდნელი კითხვა დავუსვით პარლამენტში, ოპოზიციაში ვინ ხართ ის ხალხი, ვინც დღეს თქვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას უპირობოდ უჭერთ მხარს, მხოლოდ ორმა ადამიანმა ასწია ხელი. ეს ნიშნავს, რომ თავის სამშობლოსაც კი უპირობოდ არ აძლევენ კანდიდატის სტატუსს და ახლა გჯერათ, რომ ისინი ევროკავშირს არწმუნებენ სტატუსის მოცემაში. ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ ორ თვეში მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, არ უნდა შევუქმნათ ხალხს ცრუ მოლოდინები. თქვა ევროკავშირმა თქვა, რომ 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება ამ საკითხს. ეს ნიშნავს, რომ მანამდე არის სამუშაო დრო. მეორე საკითხიც უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, აქ არის პუნქტები, რომელშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგალითად, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სახალხო დამცველის არჩევა. თუ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი არ დაუჭირა, ხარვეზიანი იქნება ამ პუნქტების შესრულება. შესაბამისად, თუ ხვალ ევროკავშირი იტყვის, რომ ეს 3 პუნქტი საქართველომ სრულად ვერ შეასრულა, რა თქმა უნდა, გულში გაუხარდება დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ შენიშვნას მიიღებს საქართველო და პასუხისმგებლობა ამაზე ექნება ხელისუფლებას. მოქალაქეები, რომლებმაც ხელისუფლებას ჩააბარეს ქვეყნის მართვა ნიკა მელიას ხომ არ მიადგებიან ან ვაშაძეს. ეს იციან და ან გზით მიდიან დღეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლე, სწორი პოზიცია, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და პროგრესულობა მაინც გაიმარჯვებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის გადაცემები