დღის სიახლეები
ბათუმში მიწისძვრის განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა
6 თებერვალს, საქართველოს დროით 14:25 საათზე თურქეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში.
"ბათუმელების" ინფორმაციით, მიწისძვრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა ბათუმშიც. ქალაქის ზოგ უბანში ხალხი სახლებიდან საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამოვიდა.
ნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანი დაიღუპა და 5385 დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
19.04.2023 / 11:38
ქართველები სუდანში - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
18.04.2023 / 13:39
მიქაუტაძე "მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
დღის გადაცემები