დღის სიახლეები
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში, "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში, "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა. ინფორმაციას გამოცემა "Euractiv-ი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბელგიელმა პოლიციელებმა ჩაატარეს რეიდი პარტიის ოფისის პირველ და მესამე სართულებზე", – აცხადებს გამოცემის წყარო.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ წაიღო კომპიუტერები, რომელიც უკავშირდება ფინანსური თაღლითობის საქმეს, რომელშიც, სავარაუდოდ, "ევროპის სახალხო პარტიის" პერსონალი ფიგურირებს.
მსგავსი
დღის გადაცემები