დღის სიახლეები
დავით ქართველიშვილი: "არანაირი მშვიდობიანი აქცია – გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას"
საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის დარბევისკენ მოუწოდებს.
"არანაირი მშვიდობიანი აქცია, არანაირი "კონსტიტუციური ჩარჩოები" – გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას. ისმის შეძახილები: "ამაღამ უნდა ავიღოთ შენობა, ვინაიდან ხალხს ვერ შევინარჩუნებთ!". ხალხმა რეალურად დაიწყო დაშლა, რის შემდეგ როგორც ჩანს მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე. დღეს უნდა გაწყდეს იქ, სადაცა ვიწროა. თორემ "გაწყდება" საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთმინების ვალდებულება", – წერს დავით ქართველიშვილი.
მსგავსი
დღის გადაცემები