24.11.2024 | 20:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ჩიხელიძე: "ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტის დაკავება აკნინებს ევროკავშირის როგორც ინსტიტუტის როლს"

"ბელგიის პოლიციამ, 17 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებასა და კორუფციაში დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი ევა კაილია", - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარების დაკავებას, რომლებსაც ბრალი კორუფციაში ედებათ.

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, ის იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული დაკავება დიდი შემოტრიალების დასაწყისი გახდება, ევროკავშირი კვლავ დაადგება ჭეშმარიტების გზას და მათ ყოველ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს ობიექტურობა და არა ფული:

"ქართულ საზოგადოებას რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება ახსოვს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. მის მთავარ მიზანს "ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატირება წარმოადგენდა, კორუფციული სკანდალის შემდეგ გამძაფრდა ეჭვი, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები ფულის სანაცვლოდ ლობირებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოსთვის საზიანო განცხადებებს აკეთებენ. ვხედავთ, რომ ევროკავშირის სათავეში მყოფი ადამიანი ქრთამს იღებს, დიდი ალბათობით ევროკავშირის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს შორის კორუფციას მყარად აქვს ფეხი მოკიდებული. ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტის დაკავება აკნინებს ევროკავშირის როგორც ინსტიტუტის როლს! ის აშიშვლებს ევროკავშირის პოლიტიკას, რომელიც არა ობიექტურ ჭეშმარიტებას არამედ ორმაგ სტანდარტს ფულს და მიკერძოებას ეფუძნება. ეჭვქვეშ დგას ევროპარლამენტარის ყველა ის განცხადება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ვრცელდებოდა.

იმედს ვიტოვებ აღნიშნული დაკავება დიდი შემოტრიალების დასაწყისი გახდება, ევროკავშირი კვლავ დაადგება ჭეშმარიტების გზას და მათ ყოველ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს ობიექტურობა და არა ფული. აქტუალური ხდება კითხვა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების დროს ევროკავშირმა ფულით იხელმძღვანელა თუ არგუმენტებით?", - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

დღის გადაცემები