დღის სიახლეები
ევროკომისიამ სტატუსის საკითხთან დაკავშირებით საქართველოზე ანგარიშის შედგენის ვადა გადაწია
ევროკომისიამ გადაწყვიტა, მეტი დრო მისცეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებისთვის, განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
მანამდე ევროკავშირის საბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის რეკომენდაცია, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მას კანდიდატის სტატუსი მხოლოდ 12 პირობის შესრულების შემდეგ მიანიჭოს. საუბარია პოლარიზაციის აღმოფხვრაზე, დეოლიგარქიზაციაზე, მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე, სასამართლო სისტემის სრულ დამოუკიდებლობაზე და ა.შ.
ეს ქართულ პოლიტიკურ სისტემას მისცემს საკმარის დროს – იმუშაოს პრიორიტეტებზე, დასძინა მან.
უფრო ადრე ევროკომისიამ განაცხადა, რომ ანგარიშს საქართველოს მიერ პირობების შესრულებაზე 2022 წლის ბოლოსთვის წარმოადგენს.
მმართველმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ასევე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის თავმჯდომარე. კომიტეტების პირველი სხდომები უკვე ჩატარდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მსგავსი
დღის გადაცემები