24.11.2024 | 19:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე: "უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ის არ შეიძლება, შეურთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში"

"რუსეთის ომმა ყველა ჩვენგანი შოკში ჩაგვაგდო, თუმცა ემოციები არ უნდა მივიდეს სიგიჟემდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ენერგორესურსების ფასების, ინფლაციის ზრდა და კოლექტიური გაღარიბება გამოიწვია", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომ ვანდენდრიშემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს. ამასთან, ვანდენდრიშემ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეუსრულებია აუცილებელი კრიტერიუმები და არ შეიძლება, ევროკავშირს შეურთდეს. "სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს, ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას. ალბანეთი, თურქეთი და უკრაინა არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის, მათ არ დაუკმაყოფილებიათ აუცილებელი წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც საჭიროებს კარგად ფუნქციონირებად ბაზარს, მტკიცე კანონის უზენაესობას. უკრაინას არ შეუსრულებია ეს ვალდებულებები. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ჩვენ ყველას ვუქმნით საფრთხეს, ჩვენ ყველა ვიქნებით ჩათრეული ამ ომის ჭაობში", – განცხადა ტომ ვანდენდრიშემ.

დღის გადაცემები