24.11.2024 | 19:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ ჩაჩიბაია: "ჩემი პირადი სურვილია, რომ დავტოვო მანდატი"

ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

ჩაჩიბაიას თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტისთვის ხმის არ მიცემის გადაწყვეტილებაც არ აძლებს იმის "უფლებას და საშუალებას", დარჩეს პარლამენტში.

"ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად, მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ", - აცხადეს ის.

მისივე განცხადებით, კომუნიკაცია პარტიასთან ჰქონდა, თუმცა საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს.

"მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას", - აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

დღის გადაცემები