ჟურნალუსტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მოკლედ, კუბილიუსი და კრამონი პირდაპირ მოგვიწოდებენ ხელისუფლების შეცვლისკენ და ისეთი პოლიტიკის გატარებისკენ, როგორსაც ატარებდა "ნაციონალური მოძრაობა" 2003-2012 წლებში.

თან "მოტივაციისთვის" უკვე ღიად იყენებენ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას: ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ დაბრკოლებას საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენსო.
ანუ, გესმით ხომ? ფაქტობრივად გვეუბნებიან, თუ ამ ხელისუფლებას შეცვლით, ევროკავშირში გაწევრიანდებითო.
ჰოდა მათგან ინტერვიუს რომ ვიღებდე იცით რას ვკითხავდი? თუ მხოლოდ საქართველოს მზაობაზე ან საქართველოს ხელისუფლებაზეა ეს დამოკიდებული, 2003 წლიდან 2012 წლამდე რატომ არ მიგვიღეს ან ევროკავშირში, ან ნატოში?
მაშინ ხომ ვიყავით მათი აზრით "დემოკრატიის შუქურა"?
რატომ გვეუბნებოდნენ იმ წლებში სულ სხვა მიზეზებს და რატომ ასახელებდნენ სხვა ფაქტორებს რომლებიც ხელს უშლიდა საქართველოს გაწევრიანებას ამ სტრუქტურებში?
დარწმუნებული ვარ, ერთხელ მართლა რომ გამოუვიდეთ ის, რასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ, მერე ზუსტად იგივე მესიჯებს გამოუშვებენ, რასაც 2012 წლამდე ვისმენდით.