"ნაციონალური მოძრაობა" არის დამთავრებული. მისი გაცოცხლება, ისიც დროებით, მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია. მას სხვა ვერავინ გააცოცხლეს, რა უნარებიც არ უნდა ჰქონდეთ , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც საფრთხობელა, არჩევნებამდე მიიყვანოს.
"ეს აწყობს "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ხელმძღვანელობას, რადგან ასეთ მდგომარეობაში მეორე ადგილზე გასვლა, რომ კონკურენტები ჩამოგაშორონ, უბრალოდ გაწყობს. ერთადერთი არ აწყობს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხეშია. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" არის დამთავრებული. ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ეს უკვე დამთავრებული ამბავია. მისი არსებობა ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლას. წარმოიდგინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არსებობს. ამათ არსებობას სხვა აზრი არ გააჩნია. ავტომატურად სხვა თამაში იქნება. მიხეილ სააკაშვილი თუ გარეთ არის, ისედაც ავტომატურად ახალი რამ ლაგდება. ერთადერთი თემაა, მიშა გყავდეს ციხეში მძევლად, ის არ გამოუშვა ფიზიკურად და ის გამოიყენო საფრთხობელად. ჩათვალო პარტია მიშას აქვს ისევ, ამ პარტიით და მიშათი ერთობლიობაში ხალხს ისევ აშინებ, ამით იგებ არჩევნებს და მერე მიშა რომ იტყვის დავმარცხდით, ვაღიარებთ არჩევნებსო, მერე გამოუშვებ. მე არ მგონია, რომ ეს რეალური ვერსია იყოს. მგონია, რომ ეს ორი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, იმას თუ როგორი იქნება შემდეგ არჩევნები, განსაზღვრავს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" გამოუვათ თუ არა "დალაგება".
ხვიჩიას განმარტებით, ამ დალაგებაში ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნაა.
"ეს რომ არ იყოს ესენი ჩვეულებრივად დალაგდებოდნენ და საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. თავიანთი მედიასაშუალებების მიხედვით, როგორც აქამდე გვახვევდნენ თავიანთ მონაგონ ისტორიას, ისე მოგვახვევდნენ. ახლა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა არის პრობლემა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ასეთ გარიგებას არ დათანხმდება და შესაბამისად, მთელი ის პროცესი, რომელიც შეთანხმებით მიმდინარეობს, მისი თანხმობის გარეშე ხდება. მისი თანხმობის გარეშე ამ პროცესს მიხეილ სააკაშვილი ნდობას არ გამოუცხადებს ბოლოში, ამიტომ ველოდებით, რომ სააკაშვილი, ან გაათავისუფლონ, ან ეცადონ დაითანხმონ, რომ 2 წლის მერე გამოშვებას დათანხმდეს. რაც მგონია, რომ არ გამოუვათ. ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ 2 წლის მერეც ზუსტად იგივე კონფიგურაცია გვქონდეს და ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია არ ჰქონდეთ ამ კონტექსტის შესახებ, რაზეც ახლა ვსაუბრობთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.