კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაც" არის ჩართული და სხვა პარტიებიც, გარდა "ტროიკიდან" ერთი ამომავალი ვარსკვლავი რომ ჰყავთ "ჭიჭე ვაშაძე". ის მაინც ცალკე იქაჩება, იმიტომ, რომ ცალკე მსოფლიო და სამყარო აქვს ამ ადამიანს და იმ "ტროიკას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ზარქუას თქმით, კანდიდატის შერჩევა, ფაქტობრივად, მოხდა.
"მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყავს წარმოდგენილი. იცით, რომ ეს მთლიანად მივანდეთ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, მანამდე ღია და გამჭვირვალე გავხადეთ პროცესი 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესაბამისად. ჩვენ ვთქვით, რომ ვინც გასაუბრებაზე მოვიდა და უარი არ თქვა, ყველას მხარს დავუჭერდით და სესიაზე გავიტანდით. შერჩევა უნდა მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობით. ვნახოთ, კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის ჩართულია "ნაციონალური მოძრაობაც", გარდა "ტროიკიდან" ერთი ამომავალი ვარსკვლავი რომ ჰყავთ „"ჭიჭე ვაშაძე". ის მაინც ცალკე იქაჩება, იმიტომ, რომ ცალკე მსოფლიო და სამყარო აქვს ამ ადამიანს და იმ „ტროიკას“. ვნახოთ, აბა, "კეზერას" და რუსული ფული სანამდე ეყოფათ და გაქაჩავენ", - აცხადებს ზარქუა.