ბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს მას ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულის აღიარების რესურსი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ "მას მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ".
"რომელი დანაშაულები უნდა აღიაროს? სერგო თეთრაძის წამებას აღიარებს? ან ჯაჭვს რომ აბამდნენ და ზღვაში რომ ყრიდნენ, ადამიანებს რომ კლავდნენ, მაგას აღიარებს? თუ 2008 წელს რა უბედურებაც დააწია ქვეყანას მაგას აღიარებს? თუ ვალერი გელაშვილის წამებას აღიარებს? თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებას აღიარებს? რას აღიარებს? ხომ ხედავთ, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება, რომელიც შეიძლება რაღაც ოცნებების სფეროდან იყოს, მაგრამ აბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს მას ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს," - განაცხადა კობახიძემ.