24.11.2024 | 21:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "არის პოლიტიკური ინტერესი, საქართველო გახვეული იყოს შარში - ამ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც"

არის პოლიტიკური ინტერესი, საქართველო გახვეული იყოს შარში - ამ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ სინამდვილეში ევროპარლამენტში ყველაფერი კარგად იციან და ვინმეს დარწმუნება-არდარწმუნება არაფერ შუაშია.

კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუცია "თავისი აბსურდულობით" საბჭოთა კავშირს რამდენჯერმე შეადარა.

"მახსოვს, 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში როგორი აბსურდული განხილვები იყო, რა სახის დოკუმენტებს იღებდნენ. ეს იყო აბსურდული დოკუმენტები და კანონები. ზუსტად ანალოგიური ხარისხის აბსურდულობით გამოირჩევა ევროპარლამენტის ეს რეზოლუციაც ისევე, როგორც წინა ორი", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

დღის გადაცემები