ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
"როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბრიუსელში, მერე კი ჩამოდის და ამბობს, რომ შარლ მიშელმა რაღაცები უთხრა და მას პასუხი არ ჰქონდა, ესეც არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა წავიდეს ვიზიტით მთავრობა და არა პრეზიდენტი. მთავრობა როდესაც მიდის, ის ობიექტურად და სუბიექტურადაც დაინტერესებულია, ბოლომდე დაიცვას ქვეყნის პოზიციები, მთავრობის პოზიციებიც და ქვეყნის პოზიციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს მთავრობის, პარლამენტის, ან მმართველი გუნდის საქმიანობას, მთავრობა სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, საკუთარი პოზიციები დაიცვას, პრეზიდენტს კი ეს ინტერესი არ აქვს.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ჩავიდა მაგალითად, მიშელთან, ვერც მოახერხა და არც მოახერხა ქვეყნის პოზიციების დაცვა. პირიქით, მერე გამოვიდა, ბრიფინგი ჩაატარა, ათი რაღაც თქვა და რეალურად, ათივე სინამდვილეს იყო აცდენილი. რეალურად, ბრჭყალებში, დაასაბუთა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა. როდესაც პრეზიდენტს თვითონ არ სჯერა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად წელშია გამართული და ასე მიდის ვიზიტით ბრიუსელში, იმან რა პროდუქტიული როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ევროინტეგრაციაში?", – განაცხადა კობახიძემ.