24.11.2024 | 19:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "დღეს უკრაინა ხელში ჩაიგდეს ავანტიურისტებმა და კომიკოსებმა, ყიდიან და წირავენ ქვეყანას"

განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა. "სულ სხვა მსოფლიოში გვიწევს ჩვენ დღეს ცხოვრება. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე. ჟოზეფ ბორელმა ამ მძიმე ვითარებაშიც კი ილაპარაკა იმაზე, რომ ომი კიდევ უნდა გაგრძელდეს. იმაზე კი არა, რომ შეწყდეს ყველაფერი, როგორ უნდა გააკეთონ, სად შეიკრიბონ იმისთვის, რომ შეჩერდეს სისხლისღვრა. არა, რიტორიკა გრძელდება, რომ უნდა შეაიარაღონ უკრაინა, უნდა გააგრძელოს ომი და ამ ფონზე ზელენსკი დაუკავშირდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და ესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფოდ მოიწვიონ დიდი შვიდეულის შეხვედრა და მიეცეს ზელენსკის გამოსვლის საშუალება. ციტატა იყო ამ საუბრიდან განსაკუთრებული, რამაც მიიქცია ყურადღება. კი, ბატონო, შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მაგრამ რიტორიკა როგორია - შოლცი ამბობს, რომ გერმანია დაეხმარება ზელენსკის შემდეგ უკვე დანგრეული უკრანის აღდგენაში. დააკვირდით, იღუპება ამდენი ადამიანი, ინგრევა მთელი უკრაინა და არის დიდი ტრაგედია. უკრაინელები რომ მიყვარს, იმიტომ ვსაუბრობ დიდი გულისტკივილით. დღეს უკრაინა ხელში ჩაიგდეს ავანტიურისტებმა და კომიკოსებმა, ყიდიან და წირავენ ქვეყანას. ეს ჩანს, როგორ არის გაყიდული უკრაინა. რუსეთის მხრიდან არის საუბარი იმაზე, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გაქრეს რუკიდან. ამ ფონზე გერმანიის კანცლერი ეუბნება ზელენსკის, რომ ომის შემდეგ დანგრეული უკრაინის აღდგენაში დაეხმარება. იმაზე არ მიდის საუბარი ახლა, ამ წუთს, როგორ გაჩერდეს ეს ყველაფერი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები