დღის სიახლეები
კახა კალაძე: "პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება, მიხეილ სააკაშვილი განსხვავებული არ არის - ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა"
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.
"პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის. შესაბამისი უწყება ყველა პატიმართან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი
დღის გადაცემები