24.11.2024 | 19:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლადო მგალობლიშვილი: "გამაოგნებელია ევროპარლამენტისა და ლობისტური ჯგუფების შეთანხმებული მოქმედებები, რათა სააკაშვილი, როგორც დამნაშავე, მართლმსაჯულების აღსრულებას დაუსხლტეს"

საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების 99.9%-ს, რეალურად არ სჯერა, რომ მის ჯანმრთელობას სახელმწიფო რაიმე ფორმით ზიანს აყენებს - ამაზე მეტყველებს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობა,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამაოგნებელია ევროპარლამენტისა და ლობისტური ჯგუფების შეთანხმებული, გამრუდებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რათა სააკაშვილი, როგორც დამნაშავე, დაუსხლტეს მართლმსაჯულებას და თავი აარიდოს დამსახურებული სასჯელის მოხდას.

"მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მონაწილეობდა გირგვლიანის საქმეში, რაც ასევე დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. კერძოდ, სასამართლო გაოგნებული იყო ხელისუფლების შტოების შეთანხმებული მოქმედებით, რათა აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

ასევე ეჭვგარეშეა, რომ სასიკვდილო თავდასხმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე, სააკაშვილის დავალებით განხორციელდა.

სტრასბურგის სასამართლოს ციტატის კონტექსტში რომ შევაფასოთ, გამაოგნებელია ევროპარლამენტისა და ლობისტური ჯგუფების შეთანხმებული, გამრუდებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რათა სააკაშვილი, როგორც დამნაშავე, დაუსხლტეს მართლმსაჯულებას და თავი აარიდოს დამსახურებული სასჯელის მოხდას.

აღქმებზე დამოკიდებული შეფასებები გაუკუღმართებული აზროვნების შედეგია. ბუნებაში არ არსებობს რაიმე ფაქტი, რაც დაადასტურებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში. რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავგანწირვა და პატრიოტიზმი, დღეს საქართველოში პინოჩეტის რეჟიმზე უარესი რეჟიმი გვექნებოდა. სწორედ ამას არ პატიობენ მას.

ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია ძირს უთხრის ევროპულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორებიცაა: სამართლის უზენაესობა, კანონის წინაშე თანასწორობა და ა.შ.", - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დღის გადაცემები