ალბათ, გახსოვთ, რა ამბავში იყვნენ ცალკე რადიკალური ოპოზიციის, ცალკე მათი არასამთავროები და ცალკე პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, დავიღუპეთო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცერის ინტერვიუს.
ნიკოლეიშვილი ინტერესდება, ვინ იტყუება: რადიკალური ოპოზიცია, მათი არასამთავროები თუ პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები თუ ჰარცელი, როცა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს.
"ალბათ, გახსოვთ, რა ამბავში იყვნენ ცალკე რადიკალური ოპოზიციის, ცალკე მათი არასამთავროები და ცალკე პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, დავიღუპეთო (ამ ხელისუფლებამ დაგვღუპაო)! კანდიდატის სტატუსს თან კოლოსალური ფინანსური დახმარებები და შესაძლებლობები მოსდევდაო! და რა აღმოჩნდა? მსგავსი რამ არც კი განიხილება და ბუნებაშიც არ არსებობს! და ვინ ადასტურებს ამ ყოველივეს?- ღრმად პატივცემული ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი!
ჩემი შეკითხვა შემდგომში მდგომარეობს, ვინ იტყუება, რადიკალური ოპოზიცია, მათი არასამთავროები თუ პარტიული-პროპაგანდისტული ტელევიზიები? თუ კი ბატონი ჰარცელი იტყუება, როცა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობსო, გამოდით და დაგმეთ, აგინეთ, გალანძღეთ, უწოდეთ პრორუსი და ათასი ჯანდაბა! რა არ გაგიკეთებიათ, თუ გერიდებათ, აბა ჰე, მორიდება არ იყოს!", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook - ზე.