24.11.2024 | 19:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მევლუთ ჩავუშოღლუ: "ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ირწმუნება, რომ ანკარისთვის ევროკავშირში გაწევრიანება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალექსანდრ შალენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მიუხედავად ყველა სირთულისა და პოლიტიკური დაბრკოლებისა, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია", - განაცხადა მან.

ჩავუშოღლუს თქმით, ევროკავშირის გაფართოებას ხელს უშლის სხვადასხვა დამოკიდებულება ამ პროცესისადმი გაერთიანების შიგნით.

მისივე თქმით, პოლიტიკური დაბრკოლებები, ასევე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბლოკირება, ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოებას.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი გათვალისწინებული იყო ევროკავშირთან სამიგრაციო შეთანხმებით, მაგრამ მან "დაპირება არ შეასრულა".

"ჩვენ, როგორც თურქეთი, ვამბობთ, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ასევე ტექნიკურიც. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, არსებობს 36 სექცია. საჭიროა ამ განყოფილებების გახსნა და დახურვა. მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს გახსნასა და დახურვას შორის", - თქვა ჩავუშოღლუმ.

მან მოუწოდა ევროკავშირს, მოხსნას პოლიტიკური დაბრკოლებები და ოფიციალურად შეატყობინოს კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებების გახსნა თითოეულ სექციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა გაწევრიანებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს გააკეთა და კანდიდატი მხოლოდ 12 წლის შემდეგ, 1999 წელს გახდა.

დღის გადაცემები