24.11.2024 | 21:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მერაბ ჭიქაშვილი: "ევროკავშირი დღეს რეზოლუციას გვიწერს და მიგვითითებს ისეთ რამებზე, რა სტანდარტსაც თვითონ არღვევს"

ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ ჭიქაშვილმა განაცხადა. "მე ვარ ადამიანი, რომელიც 2010-2011 წელს, სააკაშვილის მმართველობის დროს პატიმრობის შემდეგ, ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში ვცხოვრობ და ვმკურნალობ და სტრასბურგის სასამართლო ორივეჯერ მოვიგე. ახლა მე ამ ევროპელებს ვეუბნები - გაბრაზებული და განაწყენებული არ ვამბობ ამას: მე ვიცი, რა არის მთავარი ევროპული ღირებულება, რა ქოლგაა ევროსაბჭო და ევროკავშირი. პირველ რიგში, ეს არის სამართალი და კანონის უზენაესობა. მე ბევრი კითხვა მაქვს ევროპელთა გადაწყვეტილების გამო. ხომ არ იყო ევროკავშირი სუბიექტური და იმ დეპუტატებმა დაუშვეს უნებლიე შეცდომა, რა რეზოლუციაც მიიღეს საქართველოს წინააღმდეგ? 300-ზე მეტი დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ თურმე სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ამ დროს, სამი კვირით ადრე, მოხდა ჰოსპიტალიზაცია საქართველოს იუსტიციის სამნისტროს მიერ. ჩვენ გვესმის რაღაც არგუმენტები და სიტყვები, რომელიც გამყარებული უნდა იყოს ჭეშმარიტი გარემოებებით. ევროკავშირი დღეს რეზოლუციას გვიწერს და მიგვითითებს ისეთ რამებზე, რა სტანდარტსაც თვითონ არღვევს. ამბობენ, რომ თუ ასეთ განცხადებას გააკეთებთ, რუსეთუმე იქნებითო. უნგრეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრიც რუსეთუმეა? მერკელი, რომელიც 18 წელი იყო კანცლერი, იმაზეც ვიტყვით, რომ რუსეთუმეა? ამერიკაშიც, მაგალითად, FOX NEWS-ს თუ უყურებთ, იქაც ამბობენ, რომ ბევრი შეცდომაა დაშვებული. მე მაინტერესებს, რა გამოცდა ვერ ჩააბარა ჩემმა ქვეყანამ, რა ეტაპზე ვერ გადავედით. საქართველო კავკასიის ცენტრია და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. ჩვენი სუვერენიტეტი მარტო ტერიტორიები ხომ არ არის. წინა ხელისუფლების დროს ამდენი პატიმარი იყო, ამდენი საჩივარი, ამდენი ნაწამები ადამიანი და ეს პარტია დღესაც იმუქრება, რომ აქციების გზით კიდევ მოვლენ ხელისუფლებაში", - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

დღის გადაცემები