24.11.2024 | 19:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: "აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ ოპოზიციის მოთხოვნას - პრემიერს სთხოვენ 12 რეკომენდაციაზე პასუხს, როცა მასზე პარლამენტი მუშაობს და ეს ხალხიც პარლამენტის წევრია"

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარების მოთხოვნის შინაარსობრივ არგუმენტაციას ბევრი პრობლემა აქვს - ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან პარლამენტში პრემიერის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, "აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპელაციად ჩამოყალიბდა მისი ინიციატორების მხრიდან".

“პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით გახლავთ დაბარებული. ეს ფორმალური პროცედურაა, თუმცა ამ მოთხოვნის შინაარსობრივ არგუმენტაციას ბევრი პრობლემა აქვს. ერთგვარი ნონსენსია. მოგეხსენებათ, რომ ევროინტეგრაციის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობს. ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს. მართლაც უცნაური ვითარებაა, თვითონ მოეთხოვებათ 12 პუნქტის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმა და პასუხებს სთხოვენ პრემიერ-მინისტრს მაშინ, როცა იციან, რომ ამაზე პასუხისმგებელი პარლამენტია. აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპელაციად ჩამოყალიბდა მისი ინიციატორების მხრიდან.

ერთი რამ თვალში საცემია - როდესაც მოსახლეობას დაებადა კითხვები, მათ შორის ზოგი ოპოზიციური პარტიის მიმართ, მათი დესტრუქციული განწყობების გამო, თორმეტ პუნქტზე მუშაობაში არ ჩართვის გამო, ასეთ დროს, როდესაც მათ დეფიციტი აქვთ პასუხების, ცდილობენ, რაღაცნაირად შენიღბონ, სხვას გადააბრალონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული საკითხების დარღვევა. ეს რასაკვირველია, ძალიან ცუდად წარმოაჩენს უპასუხისმგებლობას ოპოზიციის რიგებში", - აღნიშნავს სარჯველაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 18 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.

დღის გადაცემები