24.11.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პიტერ სიიარტო: "გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს"

საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი - გადაწყვეტილება საქართველოსათვის ამ სტატუსის არ მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პიტერ სიიარტო აღნიშნავს, საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭება "ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობას და შესაძლებლობის გაფლანგვას წარმოადგენს".

"ჩემი მოსაზრებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭებინათ. ვფიქრობ, საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ ეს სტატუსი დაიმსახურა. გადაწყვეტილება საქართველოსათვის ამ სტატუსის არმინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს და ევროკავშირის გაძლიერების მცდელობას. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობას და შესაძლებლობის გაფლანგვას წარმოადგენს",- აღნიშნავს მინისტრი.

დღის გადაცემები