24.11.2024 | 20:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაბლოკავს, თუ ისინი პირობებს არ შეასრულებენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარას შეუძლია კვლავ დაბლოკოს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაერთიანების პროცესი, თუ ორი ქვეყანა სრულად ვერ დააკმაყოფილებს მის მოლოდინებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადრიდში ალიანსის სამიტის დახურვისას განაცხადა, რომ აღნიშნილ ქვეყნებთან მიღწეული 10 მუხლისგან შემდგარი შეთანხმება ანკარას გამარჯვებაა.

მან ხაზი გაუსვა ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადირებაზე თურქეთის მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობას და დასძინა, რომ თუ ორი სკანდინავიური ქვეყანა უარს იტყვის დაპირებებზე, თურქეთის პარლამენტმა შეიძლება უარი თქვას სამშაბათს მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებაზე.

"ეს საქმე არ გამოვა, თუ ჩვენ არ დავამტკიცებთ პარლამენტში. პირველ რიგში, შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ეს უკვე ტექსტშია, მაგრამ თუ ისინი არ შეასრულებენ ამას, მაშინ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ გადავაგზავნოთ მას ჩვენს პარლამენტში",- აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს 30-ვე წევრმა სახელმწიფომ, ბლოკირების უფლება ყველა მათგანს აქვს.

დღის გადაცემები