ფინეთი არ ცვლის გეგმას, შეუერთდეს ნატო-ს შვედეთთან ერთად და იმედოვნებს, რომ ამას გააკეთებს არაუგვიანეს ივლისისა. შესაბამისი განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ გააკეთა.
ჰავისტოს თქმით, პროცესში ფინეთი შვედეთთან, მის უახლოეს სამხედრო პარტნიორთან ერთად იქნება.
"ჩვენი დიდი სურვილი მაინც არის ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანება", - განაცხადა ჰავისტომ ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასულ წელს განაცხადეს, მაგრამ თურქეთმა გააპროტესტა. მოგვიანებით, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მადრიდში, მაგრამ გასულ კვირას თურქეთმა მოლაპარაკებები შეაჩერა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას მიანიშნა, რომ ანკარა შესაძლოა დათანხმდეს ფინეთის ნატოში გაწევრიანებას.