დღის სიახლეები
ჩავუშოღლუ: "შვედეთის ნატოსკენ მიმავალი გზა ტერორისტული სტრუქტურების მიერ არის დანაღმული"
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთს ნატოში შესვლაზე ჯერჯერობით არ დათანხმდება.
მისივე თქმით, შვედეთს ნატოსკენ მიმავალ გზას ტერორისტული სტრუქტურები უღობავენ.
"ანტითურქული პროვოკაციების ორგანიზება, ტერორისტული სტრუქტურები არიან ნაღმები ნატოსკენ მიმავალი გზაზე, განსაკუთრებით სტოკჰოლმისთვის. შვედეთი მიზანმიმართულად აბიჯებს ნაღმებზე, თუმცა მას შეუძლია გზის გაწმენდა, თუ მოინდომებს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის დაჯილდოება, ვინც ამ სიტყვებს არ ასრულებს. სტოკჰოლმის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ანკარა მზად იქნება ამ საკითხის განსახილველად, თუმცა, შექმნილ ვითარებაში თურქეთი ვერ იტყვის "დიახ-ს" შვედეთის ნატოში შესვლაზე", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
10.02.2023 / 13:38
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
დღის გადაცემები