უკრაინას ჩვენ იარაღი მივეცით, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის ბლოგში, რომელიც ევროკავშირის გვერდზე გამოქვეყნდა.
ბორელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება რუსეთის უკან დასახევად და ეს დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე არ უნდა შეჩერდეს.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპის გულში კონვენციური ომის დაბრუნების ფონზე, ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ კრიტიკული თავდაცვის შესაძლებლობების ნაკლებობაა უფრო მაღალი დონის საფრთხეებისგან თავის დასაცავად თავად ევროპის კონტინენტზე.
"ევროპელები აშკარად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და შესაძლებლობებს. ამის შესახებ ევროპის თავდაცვის სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. ეს ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ერთად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა მოვამზადოთ ევროპული არმიები უფრო საშიში სამყაროს წინაშე", – ნათქვამია ბორელის ბლოგში.