დღის სიახლეები
Reuters: ერდოღანის განცხადებით, შოლცმა თავისი პოზიცია შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ პუტინთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თავისი პოზიცია შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ პუტინთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ლიდერების დიპლომატია გადამწყვეტია პრობლემების გადასაჭრელად.
"ლიდერების დიპლომატია გადამწყვეტია პრობლემების გადასაჭრელად. გერმანიის კანცლერ შოლცსაც კი სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა პუტინის მიმართ ერთი თვის წინ და ახლა შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ და ხაზი გაუსვა საერთო ენის პოვნის აუცილებლობას", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
10.02.2023 / 13:38
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
18.11.2022 / 15:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
დღის გადაცემები