"აშშ-ის გზავნილი ასეთია – პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია (საკუთარ ცოდვებს კი არ ახსენებენ მოსამართლეებს, – ანონიმური სანდო წყაროს ინფორმაციითო), შესაბამისად, EU-მა არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის", – წერს "ფეისბუკის" გვერდზე ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
"შედეგად, მათ სურთ იხილონ საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით – გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში,
პროვოცირებული რუსეთის ხელით, დესტაბილიზაცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, შესაბამისად, აზია- ევროკავშირის დამაკავშირებელი ბოლო მშვიდობიანი არეალის აფეთქება.
ამავე მიზანს ემსახურებოდა არნახულ ტრაგედიაგადატანილი თურქეთის საარჩევნო პროცესში აშშ-ის ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან -სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება, მასში ირანის ფაქტორის შეტანა.
P.S. "კომისიის გასაძლიერებლად” მოსამართლეების თემას აუცილებლად გამოეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც და თავისი ჩიქორთული ქართულით
მოჰყვება, როგორ ცუდ დღეშია აქ სასამართლო", – აღნიშნავს გიორგობიანი.