24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ქართველიშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე: "ყოველგვარი "შემოვლითი გზების" გარეშე - გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები: რა რუსეთის დამარცხება ან უკრაინის გადარჩენა?! საქართველოს აყირავება და ახალი ომის გაჩაღება!"

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე". მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე საჭიროა მკაფიო განმარტება - რასთან გვაქვს საქმე.

"როგორც იქნა, ყოველგვარი "შემოვლითი გზების" გარეშე - გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები: რა რუსეთის დამარცხება ან უკრაინის გადარჩენა?! საქართველოს აყირავება, საქართველოს - ჩვენგან, ქართველებისგან დახსნა, მილიონამდე მებრძოლი უკრაინელის ძალით - პოსტ-საბჭოურ სივრცეში ახალი ცხელი წერტილის, ახალი ომის გაჩაღება!

მე მესმის ხელისუფლების მცდელობის, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კიდევ გარკვეული დროით, "ინერციით", "ცალმხრივი მეგობრობის" პოლიტიკაში შეფუთვის, მაგრამ ეს გაჟღერდა გუშინ. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე მე გუშინდელი მიდგომა აღარ მაკმაყოფილებს. მე სამთავრობო დონეზე მჭირდება მკაფიო განმარტება - რასთან გვაქვს საქმე...", - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

დღის გადაცემები