დღის სიახლეები
დღეს ევროკავშირის სამიტი გაიხსნება, რომელზეც ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელონ
დღეს ევროკავშირის სამიტი გაიხსნება, რომელზეც ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტასტუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელონ.
როგორც CNN ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 27 ლიდერი მოსალოდნელია, რომ მხარს დაუჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ამასთან, CNN-ის წყარომ დასმულ კითხვაზე, როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული, რადგან მან უნდა მოახდინოს ადაპტაცია, რეფორმები, სიახლეების დანერგვა და არსებულ პირობებში გასაგებია, რომ ოფიციალური კიევის პრიორიტეტი ჯერ სხვა რამეა.
სამიტი ბრიუსელში 2 დღეს, 23 და 24 ივნისს გაგრძელდება.
მსგავსი
19.04.2023 / 11:38
ქართველები სუდანში - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
18.04.2023 / 13:39
მიქაუტაძე "მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება
დღის გადაცემები