"იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ!" – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ენტონი ბლინკენის განცხადებას.
"რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს! არცერთი სიტყვა 7-8 მარტის ვანდალურ მოვლენებზე! არცერთი შეფასებით განცხადება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაზე! უფრო მეტიც საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებები აშშ-დან თავისუფლების ქანდაკების ფონზე დასცხეთ, მიაწექით, დაწვით! და უცბად ვითომდაც მოსამართლეების კორუმპირებულობით, ფაქტების გარეშე 9 აპრილის წინა დღეებში მხარს უჭერენ ხ ა ბ ე ი შ ვ ი ლ ს! მოკლედ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში!" – წერს "ფეისბუკის" გვერდზე ედიშერ გვენეტაძე.