24.11.2024 | 19:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ელჩი - საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ჯერ არ არის დადასტურებული - ადგილზე, ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ელჩის თქმით, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

"დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ ბოლომდე არ არის დადასტურებული, მაგრამ იმ ადგილზე, ლოკაციაზე ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, სადაც ისინი ქართველ მაშველებსა და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალება. სამი მათგანი უკვე გადასვენებულია საქართველოში, ორი მოქალაქის გადასვენების პროცედურაზე კი საელჩოს საკონსულო სამსახური მუშაობს.

დღის გადაცემები