"2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა", – წერს სოცაილურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, რის გამოც, ქართველები სახიფათო გზას ირჩევენ და მექსიკის გავლით ცდილობენ აშშ-ის საზღვრის გადაკვეთას.
"N1 სტრატეგიული პარტნიორი", რომელიც საკუთარ ქვეყანაში შესვლის უფლებას რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას მარტივად აძლევს, ხოლო ქართველებს სასიკვდილო გზაზე უშვებს მექსიკის უდაბნოებში…
მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა", – წერს შაქარიშვილი.